ახალი ამბები

პუტინი უკრაინელებს ციმბირში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ასახლებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს ციმბირში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ასახლებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ზემოხსენებულ ფაქტს კრემლში არსებული დოკუმენტები მოწმობს.

“მოსკოვმა გასულ თვეში მიიღო საგანგებო ბრძანება რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის 95,739 მაცხოვრებლის ომის ზონებიდან გადაყვანის შესახებ, რათა განსახლებულიყვნენ თავიანთი სახლებიდან 5,500 მილის მანძილზე”, – ნათქვამია კრემლის განკარგულებაში.

მედია წერს, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ხალხს სთხოვდნენ დოკუმენტების ხელმოწერას, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინელმა ჯარებმა დაბომბეს მათი ქალაქი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს უთხრეს, რომ ისინი ვერ დაბრუნდებიან უკრაინაში, რადგან მათ “დევნა” დაემუქრებათ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ ქვეყანაში შემოჭრის შემდეგ 7,1 მილიონს მიაღწია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....