CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს დონბასსა და მის საზღვრებთან ძალების კონცენტრირებას. როგორც გამოცემა წერს, როსტოვის ოლქში რუსული ძალების დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკის კოლონა დააფიქსირეს, რომელსაც გეზი ქვეყნის აღმოსავლეთით, კერძოდ, როსტოვისკენ აქვს აღებული.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჯავშანმანქანებს გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთით, დონბასისკენ აქვთ გეზი აღებული”, – წერს “სიენენი”.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ოკუპანტების მიზანი დონბასის აღებაა და მომავალი ორი კვირის განმავლობაში, იქ მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი, რაც მისივე თქმით, ომის შემდეგი ეტაპის ბედის განმსაზღვრელი იქნება.