ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი: ბრძოლები დონბასში ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსი ოკუპანტები დონბასის აღებას შეეცდებიან და მომავალი ორი კვირის განმავლობაში, იქ მძიმე ბრძოლები გაიმართება, რაც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს.

არესტოვიჩის თქმით, მტრის ჯარებმა თითქმის ყველა ფრონტზე მარცხი განიცადა და ახლა, მათი მთავარი ამოცანა დონბასის აღებაა.

“იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი გადაისროლეს იქ, პოლიტიკურ ხელმძრვანელობას მკაცრად აქვს დაყენებული ეს საკითხი. პუტინმა თავისი კამპანია ათი მიმართულებით – კიევით, ჩერნიგოვით, სუმით, ხარკოვით, ლუგანსკით, დონეცკით, მარიუპოლით, ხერსონით, მელიტოპოლით და ზაპოროჟიეთი დაიწყო. ახლა მხოლოდ ორ მათგანზეა ორიენტირებული. ისინი ექვს ფრონტზე დამარცდნენ, ცოტათი ისევ უტევენ ზაპოროჟიეს და ხერსონს”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მან იმაზეც ისაუბრა, როგორია შანსები, რომ მტერი დონბასის აღებას მოახერხებს.

“შეტევების ძალა არ აქვთ, ფაქტობრივად, არ ჰყავთ არმია. 120 ბატალიონიდან, დაახლოებით 20 მთლიანად განადგურებულია, დაახლოებით 40 პრაქტიკულად არ არის საბრძოლო მზადყოფნაში. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი შეტევებს განაგრძობენ, დონბასია. იქ კი რვა წლის განმავლობაში შეიქმნა მომარაგების გზები, ჩახშობილ იქნა წინააღმდეგობა და პარტიზანებიც აღარ არიან “, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

 

 

იტვირთბა....