ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიზ ტრასი: თუ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, პუტინს პასუხს ვაგებინებთ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, თუ რუსული მხარის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ვლადიმერ პუტინის და მისი რეჟიმის პასუხისგების საკითხი დადგება.

“ვრცელდება ცნობები რუსული ძალების მიერ მარიუპოლის მაცხოვრებლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად ვმუშაობთ. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება შეფასდება კონფლიქტის უხეშ ესკალაციად და შესაბამისი პასუხი მოჰყვება ჩვენი მხრიდან პუტინის და მისი რეჟიმის პასუხისგებაში მისაცემად”, – წერს ტრასი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აზოვის ბატალიონის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

 

 

იტვირთბა....