ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პოდოლიაკი: მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ რეჟიმში უყურებს

მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ რეჟიმში უყურებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, პარტნიორებს თავიდანვე სთხოვდნენ შანსს, ტანკებსა და რეაქტიულ თვითმფრინავებს.

“მარიუპოლი – სიკვდილი აქ რუსეთის დროშის ქვეშ მოვიდა. დაიღუპა ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. დანგრეულია შენობების 90%. დამცველები გარშემორტყმული არიან. თავიდანვე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს შანსს – ტანკებსა და რეაქტიულ თვითმფრინავებს. მსოფლიო დუმს და უყურებს გენოციდს ონლაინ რეჟიმში”, – წერს პოდოლიაკი.

https://twitter.com/Podolyak_M/status/1513582796052307989

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....