ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ექსპერტები პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგ

 

“საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დევალვაცია, თუ შევადარებთ დაახლოებით 13-14 ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სუბიექტური ამ პროცესში იყო მინიმალური”. – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ლარის გაუფასურებაზე დასმულ კითხვას.

„ფაქტრმეტრმა“ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ პრემიერის განცხადება მეტწილად მცდარია. ამისთვის რამდენიმე არგუმენტი არსებობა, რასაც ეკონომისტები პრემიერის განცხადებას უპირისპირებენ.

ლარმა გაუფასურება 2014 წლიდან დაიწყო, მაშინ მისი კურსი დოლართან  მიმართებით 1.75 ლარი იყო ახლა კი ეროვნული ვალუტა  2.49 ლარს შეადგენს დოლართან მიმართებით.

შედარებისთვის, ბოლო ორ წელიწადში 2014-2015 წლების ცვლილებები განვიხილეთ. საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ვალუტის კურსი საქართველოზე მეტად მხოლოდ 3 ქვეყანაში უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გაუფასურდა. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომია, რუსეთი მკაცრ საერთაშორისო სანქციებშია,  ხოლო აზერბაიჯანში ვალუტის გაუფასურებაზე გავლენა ნავთობის ფასის შემცირებამ გამოიწვია.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად საქართველოში შემომავალი გზავნილების შემცირებას ასახელებს.

„ლარის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორმა განაპირობა. კონკრეტულად მნიშვნელოვნად შემცირდა ფულის შემოსვლა როგორც აზერბაიჯანიდან , ასევე რუსეთიდან. მნიშვნელოვნად შემცირებულია ექსპორტიც“. – აცხადებს  ნამჩავაძე.

გარდა საგარეო ფაფქტორებისა ლარის გაუფასურებაზე გავლენა ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნამაც, ბიუჯეტის დეფიციტურად ხარჯვამ და რეგულაციების გამკაცრებამაც გამოიწვია. 2013-2014 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ლარის კურსის გაუფასურებას.  აღსანიშნავია, რომ რაც მეტია ეკონომიკური ზრდა ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება  და შესაბამისად კურსი მყარდება. რეგულაციების გამკაცრებიდან ცალკე გამოსაყოფია სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რამაც ტურისტთან ნაკადის შემცირება გამოიწვია. ტურისტების კლება კი სავალუტო შემოსავლების კლება იწვევს.

„2014 წლის ბოლოს და 2015 წლის კონკრეტულ თვეებში ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასაც, ანუ კონკრეტულ თვეებში იხარჯებოდა 100 მილიონით მეტი, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა ბიუჯეტს. ეს ზრდიდა ლარის მიმოქცევას და შესაბამისად ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებდა“. -ნამჩავიძე.

საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორიდან ლარზე მეტად მხოლოდ სამი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, შესაბამისად საქართველოში არა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დევალვაცია დაფიქსირდა, რაც მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არ იყო გამოწვეული.

 

 

იტვირთბა....