ახალი ამბები უკრაინის ომი

“მზად რომ ვიყოთ ტერიტორიების დასათმობად, ომი არ იქნებოდა” – ზელენსკი

“ვფიქრობ, ამისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა”, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „”სიბიესის” პროგრამა “60 წუთში”, ტერიტორიების დათმობის საკითხზე დასმულ კითხვას.

“ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიები. ასე გიპასუხებთ, არ ვისურვებდი ისეთ სიტუაციაში აღმოჩენას, როცა მე მომიწევს ამაზე სერიოზულად დაფიქრება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რეალურად. მე ძალიან არ მინდა ეს. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიღეთ ბევრი სიცოცხლე და გავიღეთ, რადგან შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო და სწორედ ამიტომ, ჩვენ სულ მცირე მათ წინაშე ვიქნებით დამნაშავე. ამიტომ, უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ჩვენ ვიცით რუსული მხარე. გვესმის, რომ ეს ერთ-ერთი პუნქტია, ისინი მუდმივად ამბობენ: აღიარეთ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად. მე ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ. მათ სურთ დონბასის საკითხის გადაჭრა, მადა ეზრდებათ, მათ მთელი დონბასი სურთ და ვიცი, რომ ილტვიან, ქვეყნის სამხრეთიც აიღონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....