ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

ესტონეთში Yandex-ის საქმიანობა აიკრძალა

ესტონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა სანქციას, რომელიც ქვეყანაში Yandex-ით ოპერირებას კრძალავს.

უცხოური მედია იუწყება, რომ აკრძალვა ძალაში შევა ორშაბათს, 11 აპრილს და ნიშნავს, რომ Yandex NV-ს ეკრძალება ესტონეთში ტაქსის ორგანიზაციებისა და საბროკერო სერვისების მიწოდება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაჯა კალასმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე უსაფრთხოებას ეხებოდა.

“Yandex-ის საქმიანობის აკრძალვა იძლევა მკაფიო სიგნალს, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან, ადგილი არ აქვთ ესტონეთში. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ევროკავშირს, რომ მან სანქცია დააწესოს Yandex-ზე”,- აცხადებს ის.

მთავარი საზრუნავია, რომ Yandex-ს შეუძლია მონაცემები რუსულ FSB-ს გადასცეს.

„იანდექსის აპლიკაციის გამოსაყენებლად, მომხმარებლებმა უნდა მიანიჭონ წვდომა დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც დამუშავებულია კომპანიის სერვერებზე რუსეთში“, – თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....