ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გადარჩენის საკითხი დგას” – ზელენსკიმ სამხრეთ კორეას ირაღით დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარება სთხოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ზელენსკიმ დღეს სამხრეთ კორეის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, გვჭირდება თვითმფრინავები, ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა. თქვენ გაქვთ ის, რაც შეიძლება შეუცვლელი იყოს ჩვენთვის”, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, როდესაც დგას ომში გადარჩენის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის სრულ დამორჩილებას, ფუნდამენტური პასუხები უნდა გაიცეს. იარაღის მიწოდების ჩვეულებრივი წესები უნდა გადაიხედოს და სწრაფად ამოქმედდეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....