ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსი ჯარისკაცები თავდასხმაზე უარს ამბობენ” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები თავდასხმაზე უარს აცხადებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, უწყებამ  რუსი ჯარისკაცისა და მისი დედის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

მედია წერს, საუბარში მამაკაცი ჩივის, რომ მის ქვედანაყოფს “სიკვდილის პოლკად” მოიხსენიებენ, რადგან მასში ყველაზე მეტი მკვდარია.

“მან დედას უთხრა, რომ ფრონტზე წასვლაზე უარი თქვა, რადგან არ სურდა სიკვდილი და თანამებრძოლების უმეტესობაც ასე მოიქცა.

რუსეთის დელეგაციები, პოლკოვნიკები და მღვდლები ესაუბრნენ რუს ჯარისკაცებს, მაგრამ ვერ დაარწმუნეს, რომ სიკვდილის შემთხვევაში სამშობლო მათ არ დაივიწყებს.

კომანდირმა ვერ აუხსნა სამხედროებს რატომ იბრძვიან ისინი უკრაინაში, რა არის მათი მიზანი”, – წერს მედია.

სამხედროების თქმით, მათ ეუბნებოდნენ, რომ მშიშრები იყვნენ, თუმცა მათ უპასუხეს, რომ ე.წ. ფარშად ყოფნა არ სურდათ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....