ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთი უკრაინელ სამხედროებზე ყალბ მასალებს ამზადებს” – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთი მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის გაგზავნილ იარაღთან დაკავშირებით “ყალბ ოპერაციას” იწყებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი უახლესი ყალბი ინფორმაცია არის სლოვაკეთის მიერ გადაცემული S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების სავარაუდო განადგურება. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა უკვე უარყო.

„მათ ესმით, რომ ომში უპირატესობას კარგავენ, ხედავენ თავიანთ ჩამორჩენილობას და ცდილობენ“ ნებისმიერი საშუალებით ხელი შეუშალონ „იარაღის მიწოდებას“, – წერს ერმაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედების სცენარები საკმაოდ კარგად იციან.

‘მათ შეუძლიათ გააგზავნონ ყალბი ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები თითქოს მოკავშირეთა იარაღით დანებდნენ და ეს მასიურად გადაეცემა რუსული არმიის შეიარაღებას.

მინდა საზოგადოება დაუყოვნებლივ გავაფრთხილო ასეთი ყალბი ცნობების შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ხელში იარაღი მტერს ექსკლუზიურად აგზავნის საიქიოში”, – აცხადებს ერმაკი.

მანვე დასძინა, რომ რუსულ სულს შეუძლია განაგრძოს ცხოვრება საკუთარ ვარდისფერ ოცნებებში, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....