ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინის ყოფილი მრჩეველი განმარტავს, რა შეაჩერებს უკრაინის წინააღმდეგ ომს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი განმარტავს, რა შეაჩერებს უკრაინის წინააღმდეგ ომს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსულ ენერგეტიკაზე „ნამდვილ ემბარგოს“ შეუძლია შეაჩეროს უკრაინაში ომი.

„თუ დასავლური ქვეყნები შეეცდებიან დაწესონ რეალური ემბარგო რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე… მე ვამბობ, რომ ერთ-ორ თვეში რუსეთის სამხედრო ოპერაციები უკრაინაში სავარაუდოდ შეჩერდება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ აქვთ დასავლურ ქვეყნებს“, – აცხადებს ის.

ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი “სერიოზულად არ იღებს” სხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებს ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ.

მას მიაჩნია, რომ პუტინი მზად იყო დასავლეთის მხრიდან რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმისთვის, რაც მის პრიორიტეტებს აჩვენებს.

”მისი ტერიტორიული ამბიციები, მისი იმპერიული ამბიციები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი, მათ შორის რუსეთის მოსახლეობის საარსებო წყარო და ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობა… და მისი მთავრობის ფინანსური მდგომარეობაც კი”, – თქვა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....