ახალი ამბები მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფრანგულზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ხმების 28.1% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა 23.3%.

20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

იტვირთბა....