ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

გერმანიის კანცლერთან საუბრისას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და თავდაცვის საკითხები განვიხილეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინის თავდაცვის საკითხები განიხილეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა სამხედრო დანაშაულების ავტორების გამოვლენასა და დასჯას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.

“ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ავტორი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. განვიხილეთ შესაძლო დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერის საკითხები”, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....