ახალი ამბები პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს აქვეყნებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა დილის 11 საათისთვის (ადგილობრივი დროით) 13,2% იყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მისივე ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო პროცენტმა შეადგინა 13,2%.

“ცხინვალის ტერიტორიულ საარჩევნო კომისიაში – 11,4 პროცენტი, ცხინვალის რეგიონში – 13,7, ძაუს რაიონში – 18,0, ქ. კვაისი – 17.9, ზნაურის რაიონი – 15.9, ლენინგორსკის რაიონი – 20.1”, – განაცხადა რესპუბლიკის პრესცენტრში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა იგორ ჩოჩიევმა.

ჯამურად, კვირას სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისთვის გაიხსნა 76 საარჩევნო უბანი სამხრეთ ოსეთში და მის საზღვრებს გარეთ, საიდანაც 72 არის რესპუბლიკის დედაქალაქსა და რეგიონებში, ასევე ორი უბანი მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთში, თითო მოსკოვში და სოხუმში.

ე.წ პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: მეოთხე მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ასევე ნიხასის პარტიის ლიდერი ალან გაგლოევი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი.

ცნობისთვის, არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ჩატარებულად, თუ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი გამოცხადდება. პირველ ტურში გასამარჯვებლად ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს.

იტვირთბა....