უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ გაერთიანებულ სამეფოს და რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს. დროა, სრული ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტისაომარი კოალიცია. ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი მთავარ როლს ითამაშებს ამ პროცესში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. მან თავისი ვიზიტი კიევში, ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც, განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას გაზრდის.