ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქადაგიშვილი: უკრაინაში ჩასვლას ნურავინ დაგვაყვედრის

[su_quote]გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დადანაშაულებულ იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანას აქვს, მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, გარკვეული ეტიკეტი ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირები როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მათთვის სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც “ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენ წინაშე არ დგას. მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი პოზიცია დააფიქსირა[/su_quote]

ამის შესახებ, “საქართველოს პირველი არხის” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკიმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია, რის პასუხადაც, პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ “ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს” უკრაინული მხარის მიერ საქართველოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების ფონზე. 

 

იტვირთბა....