ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი დე-ფაქტო რესპუბლიკის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის რეფერენდუმის მომზადება მაისი-ივნისის თვეში დასრულდება. ამის შესახებ РИА Новости-ს დე ფაქტო პრეზიდენტის “ადმინისტრაციის” ე.წ. საინფორმაცია-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა, იური ვაზაგოვმა განუცხადა.
მისი გათვლებით, ხელმოწერების შეგროვება დიდ დროს არ წაიღებს, შემდეგ განკარგულების პროექტი “უზენაესი სასამართლოს” წარედგინება განსახილველად, რის შემდეგაც, საინფორმაციო კამპანია დაიწყება.
“დაახლოებითი ვადების დასახელება შესაძლებელია, ვფიქტობ, მაისი-ივლისისთვის სამზადისი დასრულებული იქნება”, – აცხადებს ვაზაგოვი.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ადმინისტრაციის დე-ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი” რუსეთთან შესაერთებლად სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამდა. ამის შემდეგ, მან დააზუსტა, რომ ორი რეფერენდუმის ჩატარება იგეგმებოდა.