ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ორი რეფერენდუმი ჩატარდეს

სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ორი რეფერენდუმი ჩატარდეს, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი იქნება რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების რეფერენდუმი, რის შესახებაც მან პირველად გასულ თვეში ისაუბრა. თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ გადაწყდება, შემდეგ შესაძლოა ჩატარდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების რეფერენდუმიც.

ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლა და ოსეთის უშუალო გაერთიანება – ეს არ მოხდება, რადგან კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას. როცა სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ უნდა წარიმართოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და მაშინ უკვე უნდა იყოს ორი რეფერენდუმი, რუსეთის ორ ობიექტში”, – აცხადებს ბიბილოვი.
მისი თქმით, ახლა მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეფერენდუმი შესაძლოა 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.
იტვირთბა....