[su_quote]დაწერილს რომ ვერ წაიკითხავს ადამიანი და ნათქვამი არ ესმის, იმიტომ, რომ სკოლაში არ უსწავლია და ინსტიტუტში კიდევ გოგოებს დასდევდა მარტო და ხინკალს ჭამდა, იმას მე ვერ ვუშველი. წიგნები იკითხეთ, მეგობრებო, წიგნები, გამოგადგებათ. [/su_quote]
ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ “TV პირველის” ეთერში, წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა მისი განცხადებები ხელისუფლებაზე, “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაციის მცდელობის სურვილი.