[su_quote]კოლეგები “ოცნების” მხრიდან გამუდმებით იმეორებენ რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინელებისთვის გაიღო სისხლი (ოპოზიციამ არა, როგორც აკონკრეტებს ბნ ხუნდაძე) და ასევე გაუგზავნა ჰუმ. დახმარება.
დღეს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად უთხრა ყველა ქვეყნის პარლამენტს, რა სჭირდებათ მათ ახლა პარლამენტების და მათი თავმჯდომარეებისგან – ბუჩაში ჩასვლა. არ ვიცი, ადამიანურ ურთიერთობებში რა წყენამ შეიძლება გაამართლოს სამძიმარზე არ მისვლა!
პოლიტიკურ ურთიერთობებში – მითუმეტეს ამას ვერ გაამართლებს.
ხელისუფლებებს შორის გაურკვევლობა და წყენა თუა სწორედ ამ გაურკვებლობის გასაქარწყლებლად მითუფრო ალტერნატივა არ აქვს ჩასვლას.
მე ჩავიდოდი, შევკრებდი რამდენიმე კოლეგას სურვილისამებრ სხვადასხვა პოლიტიკური ძალიდან და ჩავიდოდი ბუჩაში. თუ ამას შალვა პაპუაშვილი გააკეთებს, მზად ვარ, წავიდე მასთან ერთად.[/su_quote]
ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი წერს.
ცნობისთვის, უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიიწვია.
მიწვევას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.