“ომის შემდეგ არავის შეშურდება რუსეთის, არც სანქციები მოიხსნება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა დააბრუნებს რუსეთს იქ, სადაც ისინი იყვნენ 24 თებერვლამდე”, – ამის შესახებ პარლამენტარმა გრიგოლ ვაშაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინმა მიიღო ის, რაც არ უნდოდა, NATO-ს გაფართოება.
“ეს ისტორია დამთავრდება იმით, რომ პუტინმა თავისი ულტიმატუმებით და დანაშაულებრივი ომებით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო გაჩაღებული და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ, მიიღო ის, რაც არ უნდოდა – NATO-ს გაფართოება, დასავლეთის კონსოლიდაცია.
ფინეთმა უკვე განაცხადა, რომ მაისის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება NATO-ში განაცხადის შეტანაზე. დამიჯერეთ ფინეთი და შვედეთი მშვენივრად ხედავენ, რომ თუ ისინი არ შევლენ დემოკრატიული სახელმწიფოების თავდაცვით ორგანიზაციაში, ღმერთმა იცის, ამ ავადმყოფობით შეპყრობილ ხალხს, რომლებიც კრემლში სხედან, თავში კიდევ რა მოუვათ,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.