[su_quote]ახლა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ ჯერზე მთელ ქვეყანას თავს გვჭრის – ბუჩაში ვერ წავალთ, ჯერ მოწვევა არ მოსულაო, მერე ავად გამხდარაო, ბოლოს საერთოდ ჯერ ბოდიში მოიხადონო…
ამ დროს, რა კარგი იქნებოდა, რომ მთელი მსოფლიოს დასანახად ქოცები მარტო დარჩენილიყვნენ პარლამენტში და მათი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, რომ ყველას გაეგო – ესენი მხოლოდ ბიძინას მონები არიან, არჩევნები გააყალბეს და საქართველოს არ წარმოადგენენ!..
მაგრამ ვერ ელევიან სკამებს ლელოს და ნაცმოს დეპუტატები, რითიც კოლაბორაციონისტების ლეგიტიმაციას ახდენენ.[/su_quote]
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიიწვია.
მიწვევას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.