ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

პრეზიდენტი: რუსეთის სიმხეცე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება

“რუსეთის სასტიკი სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა არის ადამიანის უფლებების დარღვევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” გვერდზე.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.

იტვირთბა....