[su_quote]მოუწევს, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ეს იქნება სამარცხვინო, ეს იქნება ყურში რომ ხელს მოგკიდებენ და გაჩვენებენ რა ხდება უკრაინაში და რამდენად არაადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის აგრესიის მიმართ[/su_quote]
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიიწვია.