ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ანდრიუშენკო: მარიუპოლის დიდ ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ოკუპანტები კი ქალაქის შემოგარენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სამსახურის თავმჯფომარის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

“მეორე დღეა, რუსები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქალაქზე კონტროლი მოიპოვეს. ზოგ შემთხვევაში აკონკრეტებენ, რომ კონტროლ ქვეშ აიღებს მარიუპოლის მთელი ცენტრი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტობრივად, მათ მხოლოდ ერთ კვარტალში წაიწიეს წინ და ასე თუ ისე, აკონტროლებენ განადგურებული დრამატული თეატრის ტერიტორიას. ამას ქალაქის ცენტრის კონროლს ვერ დავარქმევთ. ისინი შორს არიან ქალაქის ცენტრიდან და უფრო, გარეუბნები უკავიათ. უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ კი რჩება პრიმორსკის ოლქი, ლევობერეჟნის სანაპიროს ნაწილი აზოვსტალის რაიონში, სანაპირო ხაზი აზოვსტალიდან პორტამდე, თვითონ პორტი და მთელი ქარხნების ტერიტორია. ეს ქალაქის დიდი ნაწილია”, – წერს წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ურკაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს, რის გამოც, იქ ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.

 

 

იტვირთბა....