ბოლო მონაცემებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას 39 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, არტემ დეხტიარენკო წერს.
“ფაშისტებმა კრამატორსკის რკინისგის სადგური დაბომბეს. დაღუპულია 39 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი. ამ ეტაპზე, ურჯულოების ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით არის კვალიფიცირებული, რაც ომის კანონების და წესების დარღვევას გულისხმობს. დავადგენთ დამნაშავეების ვინაობას და დამსჯით მათ” – წერს დეხტიარენკო.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს.