დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. როგორც გამოცემა UNIAN კომპანია Укрзалізниця-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, სადგურს რუსი ოკუპანტების ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც, ამ დროის მდგომარეობით 30 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობები, 100 პირი კი დაშავებაბულია.
“ეს ქალაქ კრამატორსკის მაცხოვრებლებსა და რკინიგზის სადგურის სამგზავრო ინფრაქტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევაა”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრ კამიშინი.