[su_quote]ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა[/su_quote]
ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმირ ჯაბაროვთან გამართეს შეხვედრა.