ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსსა” და ვლადიმირ ჯაბაროვს შორის შეხვედრა გაიმართა

“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბაროვს შეხვდა. ამის შესახებ ცნობა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოს ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საიტზე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ პარტიას შეხვედრაზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი წარმოადგენდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

ფედერალური ასამბლეის საბჭოს ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დავით თარხან-მოურავმა შეხვედრაზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეის ერთგულია. მან ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების მომავალ განვითარებას.

“ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების სურვილს გამოთქვამენ”, – განაცხადა შეხვედრაზე ჯაბაროვმა.

 

 

იტვირთბა....