შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი მოქალაქე წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.
შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა იმის შესახებ, რომ 1991 წელს დაბადებული თორნიკე ტ. თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა და საჭიროებდა შველას.
ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის და მდინარე მტკვრის წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს და უვნებლად გადაიყვანეს მისთვის უსაფრთხო ადგილას.