ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი შვიდეული” – ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში

“დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტები დაგმეს. მათი განცხადებით, ეს შემთხვევები საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების სიაში იქნება შეტანილი.

“მშვიდობიანი მაცხოვრებლების მკვლელობის, ადამიანთა წამებისა და აშკარა სიკვდილით დასჯის შემზარავი კადრები, ისევე, როგორც შეტყობინებები, რომლებსაც სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ვიღებთ, რუსეთის სასტიკი ომის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს უკრაინისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ. გამოვხატავთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვერებში და გამოვთქვამთ მზადყოფნას, დახმარება აღმოვუჩინოთ როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რომ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის და ქვეყნის აღდგენის საშუალება მივცეთ”, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღესვე ცნობილი გახდა, რომ “დიდმა შვიდეულმა” მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

იტვირთბა....