“დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირეს.
“დარწმუნებული ვართ, რომ მოვიდა დრო, რუსეთს წევრობა შეუჩერდეს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ აღვკვეთოთ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროს სანქციებს. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაჩქაროთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმების განცორციელება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
G7-ს წევრების შეხვედრის შემდეგ, ასევე გაკეთდა განცხადება, რომ აუცილებელია უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდა, რომ მოსახლეობას ნაკლები ზიანი მიადგეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეული ფასების ზრდის გამო.
“სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული ბიძგი, მათ შორის, დაფინანსების გაზრდა უკრანასა და მის ფარგლებს გარეთ, რადგან დაუნდობელი ომი და რუსეთის ქმედებები დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიოში ფასების ზრდაზე. ამას ყველაზე მეტად გრძნობენ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები. ჩვენ სოლიდარულები ვართ მსოფლიოში ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებსაც მაღალი ფასების გადახდა უწევთ პრეზიდენტ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილების გამო, დაეწყო ომი ევროპაში”, – ნათქვამია “დიდი შვიდეულის” განცხადებაში.