ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ლუკაშენკო: ბელარუსის ზურგს უკან, უკრაინა-რუსეთის შეთანხმება არ შეიძლება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს.

მისივე თქმით, ხსენებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში დასავლეთის ქვეყნები სწორედ მათ ჩართეს, ამიტომ ამ პროცესში ბელარუსმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

“უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზულ გავლენას ახდენს ბელარუსზე, სწორედ ამიტომ ჩვენს ზურგს უკან, უკრაინა-რუსეთის შეთანხმება არ შეიძლება”, – აცხადებს ლუკაშენკო.

ამასთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი აცხადებს, რომ როგორც “ერთ-ერთი სლავური ხალხი“ ბელარუსი „უსაფრთხოების გარანტიებს“ მოითხოვს.

 

იტვირთბა....