ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე არ არის, სააკაშვილის “ხელის ბიჭია“

[su_quote]ზოგადად ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ძალიან მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანმა მოგება და წაგება – ორივე კაცურად უნდა მიიღო. მოიგებ, თუ წააგებ, ორივე კაცურად უნდა მიიღო, თუმცა მელიას არ ესმის ერთი რამ – როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიკვეთა და დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს. სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რაიმე კაცობაზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ასევე ერთი რამ – წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ[/su_quote]

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობითვის, კალაძე კომენტარს აკეთებდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამზე, როდესაც ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში კალაძეს ნაძირალა უწოდა.

იტვირთბა....