ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გოსტომელში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს” – უკრაინელების თქმით, რუსი სნაიპერები სროლაში ვარჯიშობდნენ

კიევის რეგიონში, გოსტომელში რუსი სნაიპერები მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლაში ვარჯიშობდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის შსს-ს ყოფილ მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც არსენ ავაკოვი აცხადებს, ავტოფარეხში 11 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

“დღეს გოსტომელში, ბუჩას მახლობლად, სვიატოპოკროვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში პოლიციამ 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვა…ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსი სნაიპერები მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლაში ვარჯიშობდნენ... შემდეგ კი გარდაცვლილები ავტოფარეხში გადაიყვანეს”, – წერს ავაკოვი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....