[su_quote]ჩემი აზრით, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მომავლისთვის, ირმა ინაშვილი და “პატრიოტთა ალიანსი” ჩავა თუ არა მოსკოვში. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და “პატრიოტთა ალიანსს “ბევრი კონკურენტი ჰყავს. ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, შესაბამისად, ისინი ახლა ამით აჩვენებენ, რომ თვითონ ყველაზე პრორუსია. სხვა პარტიებიც აკეთებდნენ ამას, როცა მოსკოვში წასვლას ცდილობდნენ, რათა ეჩვენებინათ, როგორი გულმხურვალე რუსები და პუტინისტები არიან[/su_quote]
ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში ჩავიდა და ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბაროვს შეხვდა.