ახალი ამბები

მელია კონტრაბანდაზე: მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ამაში ეჭვი არ მეპარება

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ამაში ეჭვი არ მეპარება, – აღნიშნულის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, “საქართველოს მხრიდან რუსეთში კონტრაბანდის შეტანასთან” დაკავშირებით, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამის საფუძველია ის, რომ უკრაინის დაზვერვის სააგენტო ამ საქმეში მარტო არ არის და მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას.

“რა გვაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქროთ საპირისპირო [იგულისხმება კონტრაბანდის რუსეთში შეტანაზე თანხმობა], როდესაც საქართველოს ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერი მდიდრდებოდა სწორედ სანქციების გვერდის ავლით. რა მაძლევს საფუძველს დავუჯერო კახა კალაძეს და ოხანაშვილს, რომლებიც ცდილობენ ყველა ბრალდება შეუტრიალონ მეომარ ერს. აქ ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. ზელენსკი უკვე ხალხის გმირია, აღიარებულია მათ მიერ.

ქვეყანაში, სადაც არავინ არაფრის აინუნში არ არის. ვინ გააგებინებს საერთოდ კალაძეს და ოხანაშვილს საზღვარს გადაკვეთავენ თუ არა სადმე და ა.შ. ეს შეუძლებელია. ეს ბრალდება არ არის ფაქტის კონსტანტირებაა. თავიდან ბოლომდე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი კონტროლდება ძირგამომთხრელი სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ. რომც დავიჯერო რა დავიჯერო. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას რაც შეეხება, შეიძლება დღეს თქვენ და მე არ გვიჭირავს სერიოზული მტკიცებულებები, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქეს ამაში ეჭვი არ მეპარება.

უკრაინის დაზვერვის სააგენტო ამ საქმეში მარტო არ არის, ყველა მნიშვნელოვანი სამსახურები მსოფლიოში მათ აწვდიან ამ ინფორმაციას. თუ კი დღეს უკრაინა დგას ასე გმირულად მათ შორის დაზვერვის წყალობით. უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გააკეთებდა ამ განცხადებას საფუძველი რომ არ ჰქონდეთ”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინის დაზვერვას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სათანადო მტკიცებულებები არ იქნება, ჩაითვლება, რომ უკრაინამ დეზინფორმაცია გაავრცელა.

იტვირთბა....