ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაიკავშირის თავმჯდომარეობიდან დიდ პოლიტიკაში: რა ქონებას ფლობს თამაზ მეჭიაური?

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ქართულ პოლიტიკაში შედარებით ახალი სახეა. 61 წლის დეპუტატს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოციდლება აქვს. 1986-1991 წლებში თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარის პოსტიდან 2007 წლის თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანმდებობა. პოლიტიკურ ასპარეზზე მეჭიაური გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოდის, როცა პარლამენტის წევრი ხდება, თუმცა 2004 წლის შემდეგ სხვადახვა თანამდებობებს იკავებს საჯარო სტრუქტურებში.

სამუშაო გამოცდილებისგან განსხვავებით, მეჭიაურის საგანმანათლებლო მოღვაწეობა ასეთი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. დეპუტატმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით დაამთავრა და მას შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია.

„მეტრონომი“ დეპუტატის ქონებრივი მდგომარეობითაც დაინტერესდა. მეჭიაურმა დეკლარაცია 2016 წის 18 იანვარს შეავსო. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, ერთი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეს 64 800 ლარი მიიღო ხელფასის სახით რაც თვიურად 5 400 ლარს შეადგენს. რაც შეეხება უძრავ ქონებას ერთადერთი რაც მეჭიაურის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთია თიანეთში, რომლის მოცულობა 1 500 კვ.მ.

მეჭიაური „ქართული ოცნების“ რიგებში მართლაც გამორჩეული პოლიტიკოსია. ის მუდმივად გამოირჩევა ხისტი შეფასებებით. მოქმედმა  დეპუტატმა კარგად იცის, რომ ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს და იმედი აქვს რომ 2016 წლის საარჩევნო სიაში დამკვეთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სიაში კვლავაც შეიყვანს, რაც მეჭიაურის აზრით 4-წლიან პარლამენტარის მანდატს ნიშნავს.

 

იტვირთბა....