[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’GQod2WgiNa0′]
ბათუმში პოლიცია 4 იხვის დაჭერას ცდილობს, რომლებსაც აწერია: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, რიჟვაძე, კობახიძე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, თეა გილიგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ვიდეოს ურთავს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ პოლიციელები ხსენებული 4 იხვის დაჭერას.
“ბათუმში რამდენიმე ახალგაზრდამ ოთხ იხვს თეთრი ნაჭერი შეაბა და ზედ დააწერა: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, რიჟვაძე, კობახიძე. განა რამე, უბრალოდ ოთხი იხვი დადის ქუჩაში.
ამ წუთებში პოლიცია იხვებს დასაჭერად დასდევს. ამაზე მეტი სირცხვილი არსებობს? რად აქციეთ პოლიცია?”, – წერს თეა გილიგაშვილი.