ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი რუსულ მხარეს: სიტყვები “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” დაივიწყეთ

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსული მხარის წარმომადგენლებს ურჩია, მოლაპარაკებების დროს უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხი აღარ წამოჭრან.

“სიტყვები “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” დაივიწყეთ, ამაზე ლაპარაკს არც კი ვაპირებთ. დენაციფიკაცია – შეურაცხმყოფელად ჟღერს, უფრო მართებულია, თქვენს მიმართ გამოვიყენოთ ეს სიტყვა. როგორც ბუჩას მაგალითიდან გახდა ცხადი, ჩვენ მართლები ვიყავით. ეს სიტყვა ჩვენგან შორს არის. სარკეში ჩაიხედეთ და ისე წარმოთქვით ის”, – მიმართა რუსებს ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ არც დემილიტარიზაციის პირობა მიიღო, რადგან ქვეყანას თავის დაცვა უნდა შეეძლოს.

“ჩვენ გვესმის, რომ ყველაზე მყარ შეთანხმებასაც რომ მოვაწეროთ ხელი, ორ წელიწადში რუსეთი მაინც შეიძლება დაბრუნდეს”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის, გამოაცხადოს არაბირთვული, ნეიტრალური და უბლოკო სახელმწიფოს სტატუსი, თუ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

 

იტვირთბა....