ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი რუსულ კონტრაბანდაზე: როგორც წესი, უკრაინა ინგლისის და აშშ-ს დაზვერვას ეყრდნობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

სააკაშვილის თქმით, როგორც წესი, უკრაინის დაზვერვა გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციებს.

“გუშინ გავრცელდა ინორმაცია, რომ საქართველოს გავლით ამარაგებენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. თვითონ არაფერს არ ამბობს. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ სავარაუდოდ, დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია და თუ ეს მართალია, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დავით გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დავით რატიანის და უამრავი სხვა უკრაინელი, თუ ქართველი მებრძოლის სისხლი. საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....