მეცნიერებმა ვირთხის ზურგზე ადამიანის ყური ჩანერგეს და გაზარდეს. ექსპერიმენტმა გაამართლა. ახლა, მეცნიერების მტკიცრებით 5 წელიწადში ისინი ამ ყურს იმ ადამიანებს გადაუნერგავენ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ყური არ აქვთ, ან დაზიანებულია. ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
იაპონელი მეცნიერების თქმით, ყველაზე ხშირად ჯარისკაცები იზიანებენ ყურს და ეს აღმოჩენა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იაპონელ მეცნიერებს სჯერათ, რომ ყურის შემდეგ ლაბორატორიაში ადამიანის სახის გაზრდასაც შეძლებენ.