ახალი ამბები მთავარი

თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს

  • თეგეტა ჰოლდინგმაომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მარტის დასაწყისში 100 000 ლარი გამოყო

 

თეგეტა ჰოლდინგიუკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობსჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტომექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგისაღმასრულებელი დირექტორი: ,,თეგეტა ჰოლდინგის“  თითოეულ ბიზნესმიმართულებას ჰყავს ბიზნესპარტნიორები უკრაინაში. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მათთან ინტენსიურ კავშირზე ვართ და ვცდილობთ, ამ რთულ სიტუაციაში თანადგომა გავუწიოთ. კარგად გვესმის, შექმნილი ვითარების სიმძიმე. საომარი მოქმედებების პარალელურად, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევთ. ამჯერად გვსურს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ  და ხელი შევუწყოთ დასაქმებაშიგვინდა, ხმა მივაწვდინოთ მაქსიმალურად მეტ ომით დაზარალებულს, ვისაც საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომ ჩვენი კომპანიის კარი მათთვის ღიაა“. 

თეგეტა ჰოლდინგისსაქმიანობა, სხვა ბიზნესმიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისსამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსსაქვს შესაძლებლობაუკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს. სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გაგზავნონ მისამართზე: Vacancy@tegetamotors.ge და სათაურის ველში მიუთითონ: tegetaforukraine.

თეგეტათავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. ასევე, ჰოლდინგის  CSR პლატფორმაზე, tegeta.care შეიქმნა ახალი სექცია  – იზრუნე თავისუფლებაზეფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს  საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს

მთელი ქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. 

თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

იტვირთბა....