ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

“2008 წელს იყო საქართველო და დღეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა” – პაპუაშვილი

2008 წელს იყო საქართველო და დღეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სულისკვეთებას სრულად იზიარებს.

ამ სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ რაც განაცხადა პრემიერმინისტრმა…ისევე როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა. საქმე იმაშია, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ.

ამ შედარებების ავტორებმა არც კი იციან რა არის პატრიოტიზმი. ბოლო 1 თვეზე მეტია დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით”, – აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება და ჯერ კიდევ 25 თებერვალს ამბობდა, რომ უკრაინა ამ ომით დაისჯებოდა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....