[su_quote]დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიამ ბათუმში დაამტკიცა, რომ მაგარი კაცების, მაგარი ქართველების და მაგარი ვაჟკაცი გოგონების პარტიაა. ქალბატონების, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში იბრძოლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქალაქი 2021 წელს პირწმინდად მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არავის არაფერი შეეშალოს იმით, რომ 14 საარჩევნო უბანზე 1 000 კაცი გადმოწერეს. კი არ ველოდებოდი, პირდაპირ გეუბნებით, დარწმუნებული ვიყავი, რა შედეგიც დადგებოდა… ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არის გაზაფხულზე „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება და რაც შეიძლება, სწრაფად დასრულება[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“, ბათუმის ოლქის საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანში “ქართული ოცნების” კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს.