aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს – ცესკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანში “ქართული ოცნების” კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს.

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, მას უკვე დათვლილი ხმების 69% აქვს მიღებული, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, მათე ფუტკარაძეს 31 პროცენტი.

ბათუმში საკრებულოს ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

დღეს ასევე პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა რუსთავში №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რაც იმან განაპირობა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად დაინიშნა.

იტვირთბა....