უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მაცხოვრებლები ოკუპანტებს ალკოჰოლური სასმლითაც წამლავენ.
“უკრაინელები ოკუპანტებს ყველა შესაძლო მეთოდით ეწინააღმდეგებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხარკოვის რაიონში, იზიუმის მაცხოვრებლები რუსების მესამე მოტორიზებული შაშხანის განყოფილების ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელებით “გაუმასპინძლდენენ”. შედეგად, ორი ურჯულო ადგილზევე მოკვდა, კიდევ 28 კი რეანიმაციაში მოხვდა. მესამე მოტორიზებული შაშხანის განყოფილების კიდევ დაახლოებით 500 სამხედრო იმყოფება საავადმყოფოებში გაურკვევლი წარმოშობის ალკოჰოლის მწვავე ინტოქსიკაციით. რუსული სარდლობა ამ შემთხვევებს “არასამხედრო დანაკარგებს” აწერს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინულ მედიაში მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხუცმა ქალმა რუს ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელები დაუცხო, რის შედეგადაც რვა ოკუპანტი დაიღუპა.