ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც სრულად თქვა უარი რუსული გაზის იმპორტზე

გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა სრულად ამბობს უარს რუსეთიდან გაზის იმპორტზე

“რუსული გაზმომარაგებისგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინაში დაწყებული ომის პასუხად, ლიეტუვამ სრულად თქვა უარი რუსულ გაზზე. ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის გადაცემის სისტემა რუსული გაზის იმპორტის გარეშე იმუშავებს”, – წერია განცხადებაში.

როგორც UNIAN აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სრულად თქვა უარი რუსულ გზზე.

მანამდე, უკრაინულმა კომპანიამ Нафтогаз України გაავრცელა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნები ამბობენ უარს რუსულ გზზე, ანაც, მომავალში აპირებენ ამის გაკეთებას.

იტვირთბა....