ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

გამოცემა Reuters-ის ცნობით, პაპი ფრანცისკე უკრაინაის დედაქალაქ კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც “როიტერი” წერს, რომიდან მალტაში მიმავალ პაპს NBC News-ის ჟურნალისტმა, კლაუდიო ლავანგამ ჰკითხა, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და რელიგიური პირების მიერ, მისი ქვეყანაში მიწვევის შემდეგ, განიხილავდა თუ არა ის გამგზავრების შესაძლებლობას.

“დიახ, ეს განიხილება”, – უპასუხა რომის პაპმა.

ცნობისთვის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს უკრაინის დედაქალაქში იწვევდა. ამასთან, მარტის ბოლოს რომის პაპს ტელეფონით ესაუბრა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომის პაპი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას სპეციალურ მიმართვაში გამოეხმაურა და ომის დასრულებისკენ მოწოდება გააკეთა.

 

იტვირთბა....